ჩემი სამშობლო
საქართველო
ჩემი სმშობლოა. ადგილი სადაც დავიბადე, ფეხი ავიდგი და გავიზარდე.
მე მიყვარს
ჩემი საქართველო, რომელიც სამშობლოა არა მარტო ქართველების არამედ აზერბაიჯანელებისთვისაც.
ჩვენ ქართველებზე არანკლებ გვიყვარს და პატივს ვცემთ მას.ვიცით მისი ფასი და ვამაყობთ
კიდეც მისი მოქალაქეობით. ჩემი საქართველო დედასავით მიყვარს... მიყვარს მეთქი რო ვამბობ
, მე ვგულისხმობ მთელს საქართველოს მის მთა- ბარს, მის მდინარეებს, მის ხეებს, ფოთლებს,
უბრალო ქვებსაც კი. თუმცა საქართველოში უბრალო არაფერია. აქ ყველაფერი გამორჩეულია
და განსაკუთრებულია.
პირველ რიგში კი ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი. ქართველების მეგობრულმა დამოკიდებულებამ , მათმა
დიდმა სტუმართმოყვარეობამ, თბილმა და გულწრფელმა ურთიერთობებმა შემაყვარა აქაურობა.
მე აზერბაიჯანელი
ვარ , მაგრამ როგორც თითოეული ქართველი მეც საჭიროების შემთხვევაში დავდგები ჩემი სამშობლოს
სადარაჯოზე. მე საქართველომ გამზარდა ვალს მხოლოდ მას დავუბრუნებ. მიუხედავად იმისა
რომ ქართველები და აზერბაიჯანელები განსხვავებული სარწმუნოების, კულტურისა და ტრადიციების
მატარებელი ხალხი ვართ.ეს ხელს არ გვიშლის მეგობრულ ურთიერთობაში. ჩვენ ხომ ყველაზე
დიდი საერთო გვაქვს, ჩვენ ხომ საქართველო და მის მიმართ დიდი სიყვარული გვაერთიანებს.
აქ ამ პატარა სამოთხეში ხალხიც კარგი ცხოვრობს. ქართველები თბილი, ალერსიანი, ძალიან
მეგობრული და სტუმართმიყვარე ხალხია. საქართველოში ამბობენ: ,,სტუმარი ღვთისააო“. მეც
ძალიან მიყვარს ქართველები და ვეცდები დავუფასო მათ ეს სტუმართმოყვარეობა და ის კეთილგანწყობა
რომელიც ჩვენს მიმართ აქვთ. მიუხედავად იმისა რომ აზერბაიჯანელი ვარ, თავს სულაც არ ვგრძნობ უცხოდ
ან გარიყულად, ვთვლი რომ საქართველო
ჩემია, შენია, მისია... ვინც მისი ფასი იცის და ვისაც იგი სიცოცხლეზე მეტად უყვარს.
ჩემი
საქართველო , ჩემი სამშობლო... მე აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, აქ ვსწავლობ, აქ
ვცხოვრობ... არა ქართველი არ ვარ, ამაყად ვიტყვი მე აზერბაიჯანელი ვარ... და უფრო ამაყად ვამბობ: საქართველო
ჩემი სამშობლოა, საქართველო ჩემია.
მართალია ქართველი არ ვარ , მაგრამ აქ დავიბადე,
აქ გავიზარდე... ,, სამშობლო შენ ჩემთვის სამოთხე ხარ “. ჩემო საქართველო შენთან ვარ
მე! ჩემი სახლის ჭერი, ეს შენი ცაა.ჯეიხუნა მანსიროვა
სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის
საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
Comments
Post a Comment